.
5 მარტივი ქმედება, რაც გონებას აფხიზლებს
რჩევები | 23.05.2017
დღევანდელობაში ძალიან რთულია სწორი ბალანსი დაიცვა რთულ სამუშაო რეჟიმსა და ჯანსაღ ცხოვრებას შორის. ყოველ დილას მაღვიძარას ხმის გაგონებისთანავე წინსწარ ვიცით, თუ რა პრობლემებთან მოგვიწევს ბრძოლა მთელი დღის განმავლობაში, რაც უკვე სტრესის გამომწვევი ფაქტორია. ამერიკელი ნეიროფსიქოლოგების თქმით შესაძლოა გარკვეული აქტივობებით ტვინის იმ ნაწილთა ამოქმედება, რასაც დადებითი გავლენა ექნება ჩვენზე. რა არის აუცილებელი აიმთვის?

1. კითხვა - მათ, ვისაც დატვირთული რეჟიმი აქვთ, ძალიან უჭირთ მოდუნება და რელაქსაცია. კითხვა კი ერთ-ერთ სასარგებლო აქტივობად ითვლება, რაც დაგეხმარებათ გონება დაასვენოთ ყოველდღიური პრობლემებისგან. აუცილებელი არაა მხატვრული ლიტერატურა იყოს, გაზეთის წაკითხვა სამუშაო დღის წინ ასევე გაცილებით ეფექტურია. კითხვა ასევე გეხმარებათ საქმეში უკეთ გარკვევასა და პრიორიტეტების განსაზღვრაში.



2. ფიზიკური დატვირთვა - ყველამ კარგად იცის, რომ ფიზიკური დატვირთვა აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის. ასევე საინტერესოა იმისი ცოდნა, რომ ეს დადებითად მოქმედებს არა მარტო სხეულზე, არამედ კარგი განწყობის შექმნაზეც. და რაც მთავარია, ვერც კი წარმოიდგენთ როგორ ეხმარება ვარჯიში ტვინს. ექიმების თქმით,  ვარჯიშს ისეთივე ეფექტი აქვს, როგორც ანტიდეპრესანტებს. ამიტომ, რატომ უნდა მიიღოთ მედიკამენტები, როდესაც ასეთი კარგი საშუალება არსებობს.

3. მედიტაცია - მედიტაცია საკმაოდ პოპულარული გახდა ბოლო პერიოდში, რადგან ის ადამიანებს ეხმარება მოდუნებასა და უკეთ კონცენტრირებაში. ასევე საინტერესო ფაქტია ის, რომ მედიტაცია დამამშვიდლადაც მოქმედებს და ანთავისუფლებს აგრესიისგან. დამტკიცებულია, რომ მედიტაციით დაკავებული ადამიანები გაცილებით უფრო სწრაფები და წარმატებულები არიან და ინფორმაციას უკეთ ამუშავებენ.



4.  ლოგიკური ამოცანები - ვარჯიში მხოლოდ სხეულს კი არა, გონებასაც ჭირდება. რა თქმა უნდა, ამ მხრივ მოსწავლეები და სტუდენტები აქტიურები არიან, მაგრამ სახლში ყოფნის დროსაც არაა ცუდი ლოგიკური ამოცანების ამოხსნა. ეს შეიძლება იყოს კროსვორდი, სუდოკუ, მთავარია არ მოადუნოთ საკუთარი გონება და მუდამ ფხიზლად იყოთ.   

5.  კლასიკური მუსიკა - მეცნიერები ერთხმად თანხმდებიან იმ სარგებლობის არსებობაზე, რაც კლასიკური მუსიკის მოსმენას მოაქვს ტვინისთვის. 90-იან წლებში ჩაატარეს კვლევა ამის თაობაზე, შეისწავლეს მოცარტის მუსიკის გავლენა ტვინზე. გამოვლინდა არაჩვეულებრივი რეაქცია, რასაც მოცარტის ეფექტი უწოდეს. ზოგს შესაძლოა არ სჯეროდეს ამისი, მაგრამ დილიდან კლასიკური მუსიკის მოსმენა ნამდვილად აამაღლებს თქვენს განწყობას. 



გააზიარე
Tweet
loading...
კომენტარები (0)


ტესტი
სხვა სტატიები