.
8 შთამაგონებელი ფრაზა, რომელიც ადამიანობას გასწავლით
რჩევები | 26.05.2017
1.სიმდიდრე ის კი არ არის, რომ ბევრი გქონდეს, არამედ ის, რომ მის მოხვეჭაზე არ ზრუნავდე.

2.მოყვასის არათუ განკითხვა, არამედ განკითხვის მოსმენაც კი არ შეიძლება.

3.ნუ იამაყებ იმით, რომ დგახარ, არამედ გეშინოდეს, რომ არ დაეცე.

4.არ არსებობს იმაზე სასტიკი განსაცდელი, ვიდრე პირფერ ადამიანთან შეხვედრაა.

5.ნუ განიკითხავ სხვას, არამედ ეცადე, საკუთარი თავი გამოასწორო, რათა თვითონ არ გახდე განსჯის ღირსი.

6.თუნდაც საკუთარი თვალით იხილო ცოდვილი, მაინც ნუ განიკითხავ, რადგან ხშირად თვალებიც ცდებიან.

7.დიდია ის კაცი, ვინც სიხარულით მიიღებს გინებას, ხოლო წმინდა და პატიოსანია იგი, ვინც ქებას თავს უვნებლად გაარიდებს.

8.თუ ხორციელად იცხოვრებ, სულსაც დაღუპავ და ხორცსაც; ხოლო თუ ღვთივსათნოდ იცხოვრებ, ორივეს აცხოვნებ.
გააზიარე
Tweet
loading...
კომენტარები (1)


გოჩა • 2017-05-26 23:28:06
მართალი განმარტებაა ჭეშმარიტებაა.
ტესტი
სხვა სტატიები