.
ტესტი : აირჩიეთ ხე და გაიგეთ რეალურად როგორი ხართ
ტესტი | 31.05.2017
1. პასუხისმგებლობა და სიმშვიდე - თქვენ ხართ ადამიანი, ვინც ზედმიწევნით ასრულებს თავის მოვალეობებს. გაქვთ კარგი იუმორის გრძნობა, თუმცა მუდმივად იმის შიშში ხართ, რომ უარყოფითი მხარეც არ გამოაჩინოთ სხვებთან. საოცრად გეშინიათ დაპირისპირებისა და უთანხმოების, ამიტომ მუდმივად ეძებთ უსაფრთხო კამპანიას
თქვენს წინაშეა მარტივი ამოცანა: მიიღეთ ცხოვრება ისეთად, როგორიც არის. ნებისმიერ მოვლენას აქვს მიზეზი და მიზანი, ეცადეთ მათ პოვნას.

2. თანამშრომლობა და ანალიზი - თქვენ იმ ტიპის ადამიანებს მიეკუთვნებით, ვინც მიზნის მისაღწევად მუხლჩაუხრელად შრომობენ. ანალიზი, პატოსნება და ერთგულება - თქვენი გამორჩეული თვისებებია თუმცა ზოგჯერ საკუთარ თავზე ზედმეტად ბევრს იღებთ, რაც ხელს გიშლით სიტუაციის მართვაში. თუ გსურთ წარმატების მიღწევა, მოაწესრიგეთ თქვენი ცხოვრება და სწორად გაანაწილეთ გეგმები და პრიორიტეტები

3. მადლიერება და ინტელექტი - თქვენ ხართ გულწრფელი, თავდაჭერილი და ერუდირებული ადამიანი, რომლისთვისაც პირველი ადგილი უკავია ცოდნას და იდეებს. უდიდესი დემოტივაციაა თქვენთვის გარშემომყოფთა გულგრილობა, რადგან არ იცით რა მოიმოქმედოთ ამ შემთხვევაში. გაითვალისწინეთ სამი მოკლე რჩევა: იცხოვრეთ, სხვებსაც მიეცით ცხოვრების უფლება, არ განსაჯოთ.

4. მგრძნობიარობა და შემოქმედებითობა - თქვენ ხართ სასიამოვნო და არტისტული ინდივიდი, რომელიც სამყაროს ცნობისმოყვარედ აკვირდება. გრძნობთ სილამაზეს, გესმით რა არის პირადი სივრცე და გაქვთ თანაგრძნობა. საჭიროა იყოთ ტოლერანტული და მიიღოთ განსხვავებები. ამით მეტ ბედნიერებას და სიმშვიდეს იგრძნობთ.

5. მძიმე სამუშაო და ეფექტურობა - თქვენ ხართ აქტიური, შრომისმოყვარე, გამჭრიახი და მიზანდასახული ადამიანი. რაღაცის მისაღწევად ჯიუტად მიიწევთ და თავდაჯერებულად უმკლავდებით ბარიერებს.განვითარება და მიზნის მიღწევა - ეს კარგია, მაგრამ ჯანმრთელობას და ახლობელ ადამიანებსაც ნუ დაივიწყებთ.დასვენება და მათთან ხშირი დროის გატარება გაზრდის თქვენი ცხოვრების ხარისხს.

6. ფანტაზია და სიზუსტეე - თქვენს არსებას ავსებთ ოცნებებით და მიზნებით. მუდმივად იმის წარმოდგენაში ხართ როგორ განასახიერებთ წარმოდგენილს რეალობაში და შეუცდომლად მიჰყვებით გეგმას.  მართალია ბევრ წარმატებას მიაღწიეთ, თუმცა ცოტაოდენი თავისუფლება უფრო გააუმჯობესებს თქვენს ცხოვრებას.
გააზიარე
Tweet
loading...
კომენტარები (0)


სხვა სტატიები