.
მე-12 კლასელმა მერი კავთელიშვილმა აშშ-ის უნივერსიტეტისგან $250 000-იანი გრანტის მოპოვება შეძლო!
ისტორიები | 02.06.2017

 

კომაროვის სკოლის 2017 წლის კურსდამთავრებული და ოქროს მედალოსანი მერი კავთელიშვილი მსოფლიოს 4 წამყვან უნივერსიტეტმა: University of Pennsylvania (Upenn), Middlebury College, Colgate University და Bucknell University-მა მიიღო და თითოეულმა საშუალოდ 250 000$ დაფინანსება მისცა. 

მანსწავლის გასაგრძელებლად University of Pennsylvania ამოირჩია, რომელიც Ivy League-ს წევრი უნივერსიტეტია; Ivy League-ში ამერიკის რვა ყველაზე პრესტიჟული და რჩეული  უნივერსიტეტი შედის, როგორიც არის ჰარვარდი, პრინსტონი, იეილი, კოლუმბიის უნივერსიტეტი, კორნელი, ბრაუნი და დარტმუსი. University of Pennsylvania ბენჯამინ ფრანკლინმა დაარსა და სიძველით მეოთხე უნივერსიტეტია ამერიკაში. ყოველწლიურად პენსილვანიის უნივერსიტეტი აპლიკანტების მხოლოდ 9%-ს იღებს. U.S News & World Report ის რეიტინგში University of Pennsylvania ამერიკის შტატებში მერვე ადგილს იკავებს. ამ უნივერსიტეტში სწავლობდნენ ისეთი გამოჩენილი ადამიანები, როგორიც არის დონალდ ტრამპი და უორენ ბაფეტი.


pomada.ge მერის ულოცავს და დიდ წარმატებას უსურვებს.


გააზიარე
Tweet
loading...
კომენტარები (0)


სხვა სტატიები