.
10 მომენტი, როცა ის კი არ გიცავთ, არამედ მანიპულირებს თქვენით
ქალი და მამაკაცი | 04.06.2017
1. ის გადანაშაულებთ მაშინ, როცა წასვლა გიწევთ - როცა გეგმები გაქვთ, ან სამსახურში ხართ წასასვლელი, ის გეუბნებათ, რომ მასზე არ ზრუნავთ, ვინაიდან დიდ დროს არ უთმობთ. 

2. არ მოსწონს, როცა დროს სხვასთან ატარებთ - როცა თქვენ რამდენიმე საათით მეგობრებთან ერთად მიდიხართ გასართობათ, ის მუდმივად გაკონტროლებთ, თუ სად ხართ და გთხოვთ, რომ სახლში დაბრუნდეთ. 

3. გახსენებთ წარსულს - ის ხშირად გახსენებთ თქვენ მიერ დაშვებულ შეცდომებს, ვინაიდან ,,დარდობს" , რომ კვლავ გაიმეორებთ მათ. 

4. როცა ახლოს სხვა კაცია, ის ხდება ძალიან თბილი - თუ თქვენს გარემოცვაში სხვა კაცია და თუ ის უბრალოდ გიყურებთ, თქვენი პარტნიორი იწყებს ჩახუტებას და კოცნას. 

5. ისე იქცევა, თითქოს მან უკეთ იცის - მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეიძლება ზრდასრული იყოთ, ის მაინც ფიქრობს, თითქოს მუდმივად გვჭირდება მისი ხელმძღვანელობა სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად.
დაკავშირებული სურათი

6. ის გამუდმებით გახსენებთ საკუთარ სიბრძნეს - წარსულში თუ თქვენ მას არ მოუსმინეთ და ის მართალი აღმოჩნდა, ამას მუდმივად გაგახსენებთ. მზად იყავით, რადგან ის ამის გაკეთებას არასდროს შეწყვეტს. 

7. თუ თქვენ მას სთხოვთ, რომ გიხელმძღვანელოთ, ის ძალიან ბევრს აიღებს საკუთარ თავზე - მაგალითად, თუ თქვენ მას სთხოვთ, რომ თვალი ადევნოს თქვენს დიეტას, ის ყოველ თქვენს ლუკმას დაითვლის და გაგიკეთებთ უადგილო კომენტარებს.

8. ის მუდმივად გიკეთებთ კომენტარებს, როცა საჭესთან ხართ - სასურსათო მაღაზიაში წასვლის დროსაც კი, თუ მანქანის ტარებისას რამე არასწორად გააკეთეთ, ის ნიშნისმოგებით მიგითითებთ ამაზე.

9. გემუქრებათ და გაშანტაჟებთ - თუ ის გემუქრებათ, რომ საკუთარ თავს რამეს დაუშავებს, თუ მიატოვებთ, იცოდეთ, რომ ის ამით თქვენს გაკონტროლებას ცდილობს.

10. არ გრძნობს უპირობო სიყვარულს - თუ ის გიკეთებთ მსგავს კომენტარებს : ,,მიყვარხარ, როცა ....." იცოდეთ, რომ ის თქვენით მანიპულირებს და ცდილობს, გაგაკეთებინოთ ის, რაც მას სურს.
დაკავშირებული სურათი
გააზიარე
Tweet
loading...
კომენტარები (0)


სხვა სტატიები