.
7 ფილმი, რომელსაც ქალმა მარტომ უნდა უყუროს
რჩევები | 05.06.2017
1. The break-up - 2 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილი აანალიზებს, რომ ერთმანეთს საერთოდ ვერ ეწყობიან. აზრი განქორწინების შესახებ თავიდან გასაგები და ლოგიკური ჩანს, მაგრამ დაშორება რატომღაც გაიწელება.



2. Love & friendship - ქმრის გარდაცვალების შემდეგ დაქვრივებული სუზანი მეუღლის სახლში მიდის საცხოვრებლად, მანამ, სანამ საზოგადოებაში დასამკვიდრებლად ახალ გზას არმოიფიქრებს და ფინანსურ მდგომარეობას არ გაიუმჯობესებს. მაგრამ მისი გადაწყვეტილებაა თავისთვისაც და მისი ქალიშვილისთვისაც მდიდარი ქმრების მოძებნა.



3. Begin again - გრეტა და დენი, ორივენი ყოფილები არიან, ერთი შოუ-ბიზნესის ვარსკვლავის, მეორე კი როკ-მუსიკოსის. ისინი მაშინ ხვდებიან ერთმანეთს, როდესაც ორივეს რთული პერიოდი აქვს ცხოვრებაში. და უჩნდებათ მეორე შანსი, რომ სიტუაცია დაალაგონ.



4. Blue valentine - დინს და სინდის ერთმანეთი მთელი გრძნობითა და ვნებით უყვარდათ, ეს იმის მაქსიმუმი იყო, რაც წყვილს შეეძლო, მაგრამ დროდადრო მათი გრძნობები წყენამ, იმედგაცრუებამ და გაუგებრობამ გადაფარა. ორი ერთ დროს უახლოესი ადამიანი პრობლემის წინაშე დგას.



5. Miss you already - მილი და ჯესი საუკეთესო მეგობრები არიან. თითქმის მთელი ცხოვრებაა ერთმანეთს იცნობენ. 40 წლის ასაკში მათი ურთიერთობა გამოცდის წინაშე დგება, მაშინ როდესაც მილის სერიოზული ავადმყოფობის დიაგნოზს დაუსვამენ.



6. How to be single - ელისი დაიღალა მეგობარ ბიჭთან ურთიერთობით, მას მარტო ყოფნა უნდა ამიტომ გადადის საცხოვრებლად თავის უფროს დასთან. ახალ სამსახურსაც შოულობს, სადაც მეგობარსაც შეიძენს, მეგობარს, რომელიც გართობისა და ღამის ცხოვრების მოყვარულია, აქედან მისი თავგადასავლები იწყება.



7. Revolutionary road - ფრენკი და ეიპრილი ფიქრობენ, რომ მათი ოჯახი სხვებს არ ჰგავს. რაღაც აწუხებთ დიდი ხნის განმავლობაში, ამიტომ უნდათ რომ ყველაფერი დატოვონ დ შვილებთან ერთად პარიზში გადასახლდნენ. მაგრამ საკითხავია, რამდენად მზად არიან ისინი სტაბულური და კომფორტული ცხოვრების დასატოვებლად.


გააზიარე
Tweet
loading...
კომენტარები (0)


სხვა სტატიები