.
7 რამ , რასაც მხოლოდ ინტელექტუალი ქალები აკეთებენ
რჩევები | 05.06.2017
1.  გვიან თხოვდებიან - მრავალი სტატისტიკური კვლევის მიხედვით, ჭკვიანი ქალები შედარებით გვიან ქორწინდებიან. მათ იციან , რომ არსად არ ეჩქარებათ და დაოჯახებას სულ მოასწრებენ.ისიც იციან, რომ ოჯახი დიდი პასუხისმგებლობაა და მის თავზე აღებას გარკვეული გამოცდილება და სახსრები ჭირდება.სწორედ ამიტომ ისინი რაციონალურ და რეალურად მართალ გადაწყვეტილებებს იღებენ .

2.დიდ დროს უთმობენ კარიერას - მათ იციან ,რომ პირველ რიგში საკუთარი თავი უნდა განივითარონ და ამის მერე დანარჩენი. მათთვის მიუღებელია კარიერული წინსვლის გარეშე ცხოვრება. ისინი მიზანდასახულები არიან და შრომისმოყვარენი. სასურველ შედეგსაც ხშირად იღებენ.

3. საუბრობენ ცოტას - მათ იციან, რომ სჯობს მეტი მოისმინო და გაიგო, ვიდრე ისაუბრო შეუჩერებლად. გაწონასწორებული ქალი მხოლოდ მაშინ ერთვება საუბარში, როცა აუცილებლობა მოითხოვს ამას. ისინი ზედმეტ სიტყვებს არასდროს არ ამბობენ, რადგანაც ფიქრი უყვართ.

4.ჰყავთ ვიწრო სამეგობრო წრე - მათი გულისკარი ჩაკეტილია დიდი სამეგობრო წრისათვის. მათ მყუდრო და ოჯახური წრე ურჩევნიათ, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობენ. ვერ იტანენ ზედმეტ ხმაურს და სიამოვნებთ, როცა სანდო სამეგობრო წრეში იმყოფებიან.
ანუკი არეშიძს ჩაცმის სტილი-ის სურათის შედეგი

5.უყვართ კითხვა - ინტელექტუალ ქალს კითხვა უყვარს. სწორედ ეს სიყვარული უვითარებთ იმ უნარს, რომელიც ეხმარებათ, რომ სწრაფად წაიკითხონ სასურველი წიგნი. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს , ინტელექტუალი ქალები სენტიმენტების მოყვარულები არიან. ისინი ხშირად მელოდრამებს კითხულობენ.

6.იცვამენ გემოვნებიანად - გემოვნებაც შესაბამისია ინტელექტისა. ისინი ცდილობენ არა მოდას, არამედ საკუთარ სურვილებს არ უთხრან უარი.მათ იციან, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ქალი ლამაზად და ამ ყველაფერს დიდ დროსაც უთმობენ.მათი მთავარი ხიბლი საშუალო სიმაღლის ქუსლებია.

7.უყვართ მარტო ყოფნა - ინტელექტუალი ვერ გახდები, თუ შენი სული მარტოობით არ საზრდოობს. სული მარტო ყოფნისას ვითარდება. ეს ყველაფერი მათ ძალიან კარგად იციან და ხშირად ყველაფერზე წინ მარტო ყოფნას აყენებენ. ამ დროს ისინი საკუთარ თავს უღრმავდებიან და უფრო მეტად იცნობენ მას.საკუთარი თავის შეცნობაზე ფიქრი კი ინტელექტუალი ქალის თვისებაა.
ანუკი არეშიძს ჩაცმის სტილი-ის სურათის შედეგი
გააზიარე
Tweet
loading...
კომენტარები (0)


სხვა სტატიები