.
6 რჩევა თუ როგორ გავხადოთ ჩვენი ცხოვრება არაერთფეროვანი
რჩევები | 05.06.2017
1. ვიკითხოთ წიგნები - წიგნების კითხვა ერთგვარი მოგზაურობაა . თუ ადამიანს კითხვა უყვარს, ის ვერ მოიწყენს, რადგანაც მეგობრებთან სასაუბრო თემა ექნება, ხოლო როცა მარტო დარჩება , სასიამოვნო ემოციებს მიიღებს ხოლმე.

2. ვიაროთ თეატრში - თეატრში სასურველია სპექტაკლების ხილვა, რადგანაც დიდ ემოციას იწვევენ, რომელსაც შეუძლია სრულიად შეგძრას.თეატრში სიარულით ერთფეროვან ცხოვრებას ფანჯრიდან მოისვრით.
Ciara Knightly movies gifs-ის სურათის შედეგი

3.გვქონდეს კრეატიული სამსახური - თუ კი ერთფეროვანი ანუ მოსაწყენი გაქვს, გამოდის რომ მოსაწყენი ცხოვრება გაქვს, რადგანაც ცხოვრების დიდ ნაწილს სამსახურში ატარებს ადამიანი. უმჯობესია რამდენიმე საქმით დაკავდეთ , ანუ ორი სამსახურით მაინც...ამ გზით შეიძლება დაიღალოთ, თუმცა არასდროს არ მოიწყენთ და თვის ბოლოს მსუყე თანხაც დაგერიცხებათ. 

4. გვყავდეს მხიარული მეგობრები - სწავლისგან ან სამსახურისგან დაღლილს დასვენება გჭირდებათ ანუ მარტო ყოფნა, მაგრამ ამ მცირე დასვენების შემდეგ, რომ ხვდებოდეთ მხიარულ მეგობრებს, არასდროს არ იტყვით, რომ მოსაწყენი ცხოვრება გაქვთ.
demolation gifs 2015-ის სურათის შედეგი

5. ვივარჯიშოთ - ვარჯიშს თავისი ზეგავლენა აქვს, რომელიც უბრალოდ და მარტივად გხდის კარგად ანუ გაყენებს კარგ ხასიათზე. ვარჯიშის დროს ცდილობ ფორმა შეინარჩუნო და გარკვეული მიზანიც გაქვს. ყველაფერი ეს მოწყენის საშუალებას არ მოგცემს , პირიქით საკუთარი სხეულითაც კი იამაყებთ და დროს ფუჭად არ დაკარგავთ.

6.ვიზრუნოთ საკუთარ ოთახზე - ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი სწორედ ეს არის. უნდა გვქონდეს კარგად მოწყობილი ოთახი, სადაც იქნება ჩვენი საყვარელი ნივთები. კედლები უნდა იყოს მოხატული ან გაფორმებული იმ ფილმების პოსტერებით, რომელიც გვიყვარს ან უბრალოდ ჩვენი ჰობის მიხედვით უნდა მოვრთოთ ის. 
demolation gifs 2015-ის სურათის შედეგი
გააზიარე
Tweet
loading...
კომენტარები (1)


გოჩა • 2017-06-05 22:20:07
ყველაფერი კარგია ჩამოთვლილთაგან მაგრამ ,ბუნება ყველაზე საუკეთესოა .მეტი დრო ბუნებასთან კავშირში ,მეტი ურთიერთობა ბუნებასთან.
სხვა სტატიები