.
ზოდიაქოს 6 უნიკალური წყვილი
ასტროლოგია | 07.06.2017
თუკი ოდნავ მაინც დაინტერესებულხართ ასტროლოგიით, ალბათ, მოძებნიდით თუ რომელი ნიშანი შეგეფერებათ ურთიერთობისთვის. გჯერათ თუ არა მისი სხვა საქმეა, მაგრამ ფაქტია რომ უამრავი დამთხვევა არსებობს. სიყვარულის პოვნა ისედაც რთული და პრობლემური საკითხია, ამიტომ რატომ არ უნდა გავიგოთ რას გვირჩევენ ვარსკვლავები? თუკი გაინტერესებთ რომელი წყვილები არიან გამორჩეულები ჩვენ დაგეხმარებით;

1. კურო და კირჩხიბი - ისინი თავიდანვე სერიოზულად უყურებენ ერთმანეთს. ისინი ერთად ყველანაირ საქმეს კარგად აკეთებენ, რადგან მჭიდრო კავშირი აქვთ როგორც ფიზიკურ ასევე ემოციურ დონეზე. ბოლომდე ესმით ერთმანეთის, რაც საშუალებას აძლევთ უკეთ გაუგონ ერთმანეთს. ორივე მათგანი აფასებს სხვა ადამიანში მის პიროვნებას. მათი წყვილი ძლიერია იმიტომაც, რომ ორივეს კარგად გამოსდის კომპლიმენტების გაკეთება.



2. ტყუპები და მერწყული - მათი ურთიერთობა სრული სიგიჟეა. ბოლომდე გახსნილები არიან, თითქოს ბავშვობიდან იცნობდნენ ერთმანეთს და წლების წინანდელი ნაცნობები იყვნენ, მაშინ როდესაც რეალურად მხოლოდ რამდენიმე კვირაა, რაც ერთმანეთს იცნობენ. მათ ორივეს ძალიან კრეატიული აზროვნება აქვთ და ამისი გამომჟღავნება უყვართ. ორივე დამოუკიდებელია, რაც ხელს არ უშლით ურთიერთობაში.

3. ლომი და მშვილდოსანი - უდიდესი ვნებაა ამ წყვილს შორის. ორივე მათგანი მაქსიმალურ სიამოვნებას იღებს ცხოვრებისგან და აფასებენ სხვა ადამიანს, ვინც ასევე იქცევა. ორივე მიზანდასახულია და ეხმარებიან ერთმანეთს მიზნის მიღწევაში. ორივე ცეხლის ნიშანია, ამიტომ უკეთ ესმით ერთმანეთის. ამ წყვილთან არ მოიწყენთ. უყურებთ და ფიქრობთ, რომ ზუსტად ასეთი წყვილია საუკეთესო.



4. მორიელი და თევზები - ინტუიციური ნიშნების წყვილი. მათ შუძლიათ შეძვრნენ ერთმანეთის გონებაში და გაიგონ რას ფიქრობენს, ამას ისეთი ოსტატობით ახერხებენ, თითქოს საკუთარ ფიქრებს კითხულობდნენ. ორივეს თითქოს სწყურია ერთმანეთის სხეულისა და სულის ბოლომდე შეცნობა. ჭირდებათ, რომ ყველაფერი იცოდნენ პარტნიორზე, იმ ადამიანზე, რომელსაც პატივი უნდა სცენ.

5. კურო და თხის რქა - აღიარებულია, რომ ნიშანთა ამ წყვილს შორის იმაზე მეტი ქიმიაა, ვიდრე სხვა ნებისმიერ წყვილებში. მათი თანაცხოვრება რაღაც ოცნების მსგავსია, სავსეა მუდმივი აღფრთოვანებით. ორ შეყვარებულ ჩიტს ჰგავნან, უყურებ და ხვდები, რომ მთელი ცხოვრება ერთად იქნებიან. მათ გულწრფელად უყვართ ერთმანეთი და ეს გრძნობა პატივისცემითაა სავსე.

6. ვერძი და მერწყული - არ არსებობს მათ ურთიერთობაში ისეთი მომენტი, რაც სიხალისეს დაუკარგავს მათ თანაცხოვრებას. ორივე ნიშანი თავგადასავლების მოყვარულია. მუდამ მზად არიან სიახლესთან შესახვედრად. მოსწონთ ახალი რამის კეთება და ექსპერიმენტები, ასევე გუნდური მუშაობა.






გააზიარე
Tweet
loading...
კომენტარები (0)


სხვა სტატიები