.
6 რამ, რაც დაგეხმარებათ სექსუალური თვითშეფასების ამაღლებაში
სექსი | 25.06.2017
ფსიქოლოგებისა და სექსოლოგების მტკიცებით ქალის თავდაჯერებულობა საკუთარ სექსუალურობაში სულაც არაა დამოკიდებული კაცების რაოდენობაზე, გარეგნობასა და ჩაცმულობაზე. მამაკაცთან სექსუალური ურთიერთობის დროს ქალს ყოველთვის უნდა დაივიწყოს საკუთარი პრობლემები, დაივიწყოს ის, თუ როგორ გამოიყურება და მხოლოდ სიამოვნებაზე იფიქროს. თუმცა ხშირად თავდაჯერებულობის ნაკლებობა ქალს ჩაკეტილს ხდის და ამის შემდეგ სიამოვნებაზე უკვე ზედმეტია საუბარი. როგორ უნდა გამოასწოროთ სიტუაცია?

1. მოეშვით საკუთარი სხეულის მიმართ მოთხოვნების წაყენებას - ქალებს მუდამ უნდათ იყვნენ უფრო გამხდრები, უფრო მაღლები, უფრო კარგები. რა თქმა უნდა, მისასალმებელია უკეთესობისაკენ ლტოლვა, მაგრამ ცუდია, როდესაც იდეალისაკენ მიმავალ გზაზე დეპრესია გემართებათ. არაფერი გაოვა თუ მხოლოდ იმაზე იფიქრებთ, რომ მოუხერხებელი, დაბალი ან მსუქანი ხართ. შეგიძლიათ აიღოთ ფურცელი და ჩამოწეროთ საკუთარი დადებითი და უარყოფითი მხარეები, ამის შემდეგ უარყოფითიდან მხოლოდ ის დატოვეთ, რისი გამოსწორებაც შეგიძლიათ და შეუდექით საქმეს.



2. მოიშორეთ სიმორცხვე - ეს მხოლოდ სექსუალურ სფეროს არ ეხება, ზოგადადაც საჭირო რჩევაა. თუკი გერიდებათ ხალხის წინაშე წარდგომა, კომპლიმენტების მიღება, მაშინ დროა საკუთარ თავზე წაიმუშაოთ და მეტად თავდაჯერებული გახდეთ. შეეცადეთ ჯერ მცირე წრეში, კოლეგებთან დაიწყოთ რაიმე საინტერესო ინფორმაციის გაზიარება, რათა შეეჩვიოთ ხალხის ყურადღებას. მოეშვით მუდამ თავდახრილი სიარულს, ქუჩაშიც კი უყურეთ ხალხს თვალებში, ნუ მოგერიდებათ.

3. მოეშვით ზედმეტ ფიქრს - ქალები ყოველთვის ყველაფერზე ზედმეტად ბევრს ფიქრობენ და დარდობენ, მაკიაჟიდან დაწყებული საკუთარი ქმედებებითა და კაცებით დამთავრებული. და თუკი ოდნავ დაბნეული კაცი გადაეყარათ სადმე, მაშინ ხომ მთლად პანიკაში ვარდებიან. ყველა ეს ფიქრი, რაც გტანჯავთ გონებაში, ხელს გიშლით მოდუნებასა და სიამოვნების მიღებაში. შეეცადეთ უფრო მგრძნობიარე გახდეთ და დადებითი შეგრძნებებითა და ემოციებით დაიტვირთოთ.



4. იზრუნეთ გარეგნობაზე - როდესაც ამას ვამბობთ, არ ვგულისხმობთ იმას, რომ აუცილებლად მაშინვე სექსუალური იმიჯი უნდა მოირგოთ, გაიკეთოთ მკვეთრი მაკიაჟი, ჩაიცვათ დეკოლტე და გამომწვევი სამოსი და ზოგადადაც გამომწვევად მოიქცეთ. ვინაიდან ზოგიერთი ქალი საერთოდ არ ატარებს მაკიაჟს, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის სექსუალური ვერ იქნება. აქ იმას ვგულისხმობთ, რომ დაე იყოს თქვენს გარეგნობაში ისეთი რამ, რასაც ხაზს გაუსვამთ. გამონახეთ დრო საკუთარი თავის მოვლისათვის.

5. განავითარეთ სექსუალური კომუნკაცია - დაიმახსოვრეთ, რომ სექსზე ლაპარაკი კარგია. თუკი ზედმეტად მორიდებული ხართ ივარჯიშეთ ამ თემაზე საუბარში საკუთარ თავთან მაინც. ამაში არაფერი არაა უცნაური, დასაზრახი. შეეცადეთ ინტიმური თემები განიხილოთ მეგობრებთან, ფსიქოლოგთან, ეს დაგეხმარებათ კომპლექსების დაძლევაში. მოეშვით მორცხვობას. ამის შემდეგ უფრო გაგიადვილდებათ პარტნიორთან ურთიერთობა და საკუთარი სურვილების გაცნობა მისთვის.



6. აიღეთ მაგალითი სხვა ქალებისაგან - ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაიქცეთ და ზუსტად ისეთი კაბა იყიდოთ, როგორიც თქვენს ლამაზ თანამშრომელს აცვია. დააკვირდით თქვენს გარშემომყოფებს. აუცილებლად იქნება ისეთი ვინმე, ვინც მოსაწონი ქინება თქვენთვის, ვიზეც თვლით, რომ მიმზიდველია. დააკვირდით როგორ ახერხებს ის ამას. ეს კონკურენცია თქვენგან უკეთესობისაკენ სწრაფვას მოითხოვს და შეძლებთ უფრო საინტერესო გახდეთ.


გააზიარე
Tweet
კომენტარები (0)


პოპულარულები
ტესტი
სხვა სტატიები