.
5 ფილმი ფრანგული აქცენტით
ურთიერთობები | 18.02.2017
ფრანგებმა იციან ღვინის, მოდის და სიყვარულის ფასი. მათი ფილმები განსაკუთრებული გრძნობებითაა გაჟღენთილი. უქმეებისთვის გთავაზობთ 5 საუკეთესო ფრანგულ ფილმს. 
ამელი


ჟან-პიერ ჟენე თავისებურად გვიღწერს ამელის არაჩვეულებრივ სამყაროს. ოდრი ტოტუ თვალწარმტაცი, კაფეში მომუშავე გოგონას როლში, რომელმაც საიდუმლო უნდა ამოხსნას და ნამდვილი სიყვარული იპოვოს. 
ხელშეუხებელნი


პარაპლანით ფრენისას, ავარიის შედეგად დაინვალიდებული ფილიპი, მდიდარი არისტოკრატი, დამხმარედ დაიქირავებს დრისს, გარეუბნელ ახალგაზრდას, რომელიც ახალი გამოსულია ციხიდან. პიროვნებას, რომელიც ყველაზე ნაკლებად შეესაბამება ამ სამუშაო ადგილს. ფილმი მათ შესანიშნავ მეგობრობაზეა. 
ანგელოზი-ა


28 წლის ანდრეს, პარიზის სხვადასხვა ბანდიტის ვალები აქვს, რამდენიმე ათეული ათასი დოლარი. ვალის დაბრუნების დრო მოდის, მაგრამ გადახდის რეალური შანსი არ არის. პოლიციაც და ამერიკის საელჩოც უარს ეუბნება დახმარებაზე. და აი, თავის მოკვლის გადაწყვეტილებით მიმავალი, ხიდზე, ძალიან მომხიბლავ გოგონას ხედავს, რომელიც სენაში ხტება. 
შეუფასებელი


ლამაზი და ახალგზარდა სიმდიდრეზე მონადირე ქალი, შემთხვევით, სასტუმროს უბრალო კლერკს მდიდარ კაცად მიიჩნევს და ამიტომ მნიშვნელოვან ნადავლად ჩათვლის. 
გოგონა ხიდზე


ორი მარტოსული ადამიანის სიყვარულის ისტორია. გოგონა, რომელსაც უნდოდა გადამხტარიყო ხიდიდან სენაში და არც ისე ახალგაზრდა დანების მსროლელი მამაკაცი, რომელსაც თავისი წარმოდგენისათვის სჭირდებოდა ასისტენტი ქალი. ისინი როცა ერთად არიან მათ ყველაფერი კარგად გამოსდით, დაშორდებიან რა ერთმანეთს და უკვე აღარაფერი გამოსდით. 
გააზიარე
Tweet
კომენტარები (0)


პოპულარულები
ტესტი
სხვა სტატიები