.
10 ჯადოსნური ფილმი, რომელსაც შვილებთან ერთად უნდა უყუროთ
ურთიერთობები | 28.03.2017
ზოგჯერ ისეთი აუცლებელია, რეალობას მოსწყდეთ და ჯადოსნურ სამყაროში გადაეშვათ. 
იქ, სადაც ველურები ცხოვრობენ

მაქსი წარმოიდგენს, რომ დედას გაექცა და შორეული კუნძულისკენ გაემგზავრა, სადაც დიდი მოლაპარაკე ურჩხულები მას თავიანთ მეფედ აღიარებენ, ისინი აშენებენ ციხესიმაგრეებს და საიდუმლო გასასვლელებს ეძებენ.
პოლარული ექსპრესი

კრის ვან ოლსბერგის პოპულარული ზღაპრის ეკრანიზაცია. ის მოგვითხრობს ბიჭზე, რომელსაც თავისი თანატოლების დაცინვის მიუხედავად, ყოველთვის სჯეროდა სანტა კლაუსის არსებობის. და აი, შობის ღამეს, როდესაც ის სანტა კლაუსის გამოჩენას ელოდა, სახლის მახლობლად გაჩერდა მატარებელი. გამცილებელმა შესთავაზა დაუვიწყარი მოგზაურობა ზღაპრულ სამყაროში - ჩრდილოეთ პოლუსზე, რომელიც ღიაა მხოლოდ მათთვის ვისაც სასწაულების სჯერა. 
პიტერ პენი

პიტერ პენი - ბიჭი, რომელიც არ ბერდება. ის ნეტლანდიაში ცხოვრობს სხვა ასეთივე ბავშვებთან ერთად. ფერია წინკი სამ ლონდონელ ბავშვს - ვენდი, ჯონ და მაიკლ დარლინგებს ფრენის შესაძლებლობას ანიჭებს და ყველა ერთად ნეტლანდიაში მიფრინავენ, სადაც მათ მოუწევთ მეკობრეებთან შებრძოლება.
ჯუნგლების წიგნი

ობოლი ბიჭი იზრდება ჯუნგლებში მგლების, დათუნიასა და შავი პანტერას დახმარებით.
სპაიდერვიკი: ქრონიკები

გრეისები საცხოვრებლად ძველებურ სახლში გადადიან. ბავშვები აღმოაჩენენ, რომ ობობების და ჩრჩილის გარდა აქ ერთი უცნაური არსება ცხოვრობს, სახელად ბრაუნი. ის ბავშვებს გობლინების, ფერიების და სხვა ჯადოსნური არსებების სამყაროს აცნობს. 
ჰუგო

მოქმედება 30-იანი წლების პარიზში ვითარდება. 12 წლის ობოლ ჰიუგოს მამამისისგან მხოლოდ საიდუმლო მექანიზმი დარჩება, მის ასამოქმედებლად ფილმის გმირი გასაღებს ეძებს. იზაბელთან შეხვედრა მას აძლევს შესაძლებლობას იპოვოს გასაღები, მაგრამ ეს მხოლოდ თავგადასავალის დასაწყისია. 
მუნაკრის საიდუმლო

როცა 13 წლის მარია მერიუეზერის მამა გარდაიცვლება, ის ობოლი და უსახლკარო რჩება და იძულებულია ფეშენებელური ლონდონის ცხოვრება მიატოვოს და მის ექსცენტრიულ ბიძასთან სერ ბენჯამენთან დასახლდეს, რომლის არსებობის შესახებაც მან არაფერი იცოდა. ფილმის გმირი გასაღებს ეძებს. იზაბელთან შეხვედრა მას აძლევს შესაძლებლობას იპოვოს გასაღები, მაგრამ ეს მხოლოდ თავგადასავალის დასაწყისია. 
ჯადოსნური ვერცხლი

ბლუროუზი ჯუჯების სამეფოს პრინცესაა, რომელიც ნორვეგიის შორეულ მთებში მდებარეობს. ჯუჯების პატარა კავშირი დღის სინათლესა და ღამის წყვდიადს შორის არსებულ საზღვარს აკონტროლებს. ამ შუალედს ჯადოსნური საათი ჰქვია და ჯადოსნური ვერცხლით იქმნება, რომელიც მხოლოდ ამ ჯუჯებს აქვთ. მაგრამ სხვა ჯუჯები და ადამიანები ვერცხლს იპარავენ, რის გამოც სამყარო წყვდიადში ეხვევა. პრინცესა ბლუროუზი მიემგზავრება, რათა ვერცხლი დააბრუნოს და სამყარო მარადიული წყვდიადისგან იხსნას. 
ბადინგტონის თავგადასავალი

გაიცანით, ამ დათვს პადინგტონი ჰქვია.ის ჩამოვიდა ლონდონში, იმისთვის,რომ იპოვოს ოჯახი და გახდეს ნამდვილი ინგლისელი ჯენტლმენი.ამ მისიის შესრულებისას მას გადახდება წარმოუდგენელი თავგადასავლები სავსე იუმორითა და საფრთხეებით. 
კონკია

ყველასათვის ცნობილი ზღაპრის, "კონკიას" ახალი ეკრანიზაცია მოგვითხრობს საწყალი მოსამსახურე გოგონას დაუჯერებელ ამბავს, რომელმაც პრინცის გულის მოგება შეძლო.


გააზიარე
Tweet
კომენტარები (0)


პოპულარულები
ტესტი
სხვა სტატიები