.
7 ფილმი, რომელსაც ყველა ქალმა უნდა უყუროს
რჩევები | 06.06.2017
არსებობენ ისეთი ფილმები, რომლების ყველ ქალს უნდა ჰქონდეს ნანახი. ზოგიერთი მათგანი ოცნებებზეა, ზოგიერთი-მარტივი და გასართობია, ზოგი კი ცოტა სევდიანი. მათ ის აერთიანებს რომ ისევე მრავალფეროვნები არიან, როგორც თავად ქალები.

What women want - ნიკ მარშალი, საკუთარ თავზე შეყვარებული ფლეიბოი სრულიად შემთხვევით უნიკალურ შესაძლებლობას იღებს, უბედური შემთხვევის შემდეგ მას შეუძლია ქალების ფიქრების მოსმენა. ამ შესაძლებლობას კი წარმატებულად გამოიყენებს როგორც ურთიერთობებში, ასევე საქმეში.



Monster-in-law - ჭკვიანი და მომხიბვლავი ჩარლი უკვე დიდი ხანია თავის პრინცს ეძებს. სწორედ ასეთ დროს ხვდება კევინს, რომელიც პირველი ნახვისთანავე უყვარდება. მათი ურთიერთობა იდეალურად მიდიოდა, კევინმა ხელიც კი სთხოვა, მაგრამ პრობლემა მაშინ იწყება, როდესაც თამაშში შემოდის დედამთილი.



Ghost - სემი და მოლი სახლში გვიან ბრუნდებიან. უბედური შეთხვევით სემი კვდება, მაგრამ ის ამ სამყაროს არ ტოვებს და მოჩვენებად იქცევა და ასე დაჰყვება თავის საყვარელ ადამიანს. ის ამ გზით იგებს, რომ უბედური შემთხვევა თურმე წინასწარ იყო დაგეგმილი.



The other boleyn girl - ანა და მარია საკუთარი მამის ამბიციების მსხვერპლნი ხდებიან. მათ ოჯახს მეფე ესტუმრება და მამა თავის ქალიშვლებს სთხოვს, რომ მას კარგად მოექცნენ. საბოლოოდ მარიას და ჰენრიხს ერთმანეთი უყვარდებათ, მაგრამ ანას ეს ამბავი არ აწყობს.



Dear John - სავანას და ჯონს ერთმანეთი უყვართ, მაგრა ჯონს ჯარში წასვლა უწევს. მათ გრძნობების გასახსენებლად ერთი საშუალება რჩებათ, ეს წერილების წერაა. მაშინ როდესაც ჯონი დაბრუნების ნაცვლად კვლავ განაგრძობს ჯარში დარჩენას, სავანას იედები გაუქრება.



Meet Joe Black - მდიდარი და გავლენიანი უილიამის ცხოვრებაში თვით სიკვდილი ჩნდება, რომელიც ახალგაზრდა ჯო ბლექის სხეულით მოევლინება. თუმცა მას ცოცხალთა სამყარო აინტერესებს, ამიტომ მასპინძლის ოჯახში დამკვიდრდება, პრობლემა კი მაშინ ჩნდება, როდესაც სიკვდილს უყვარდება უილიამის გოგონა.



How to lose a guy in 10 days - ჟურნალისტი ენდი უცნაურ დავალებას იღებს, რომელიც რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეასრულოს. მას 10 დღე აქვს იმისთვის, რომ თავი შეაყვაროს კაცს და შემდეგ დაშორდეს.



გააზიარე
Tweet
loading...
კომენტარები (0)


ტესტი
თუ ფილმები გიყვარს ამოიცანი.
ვრცლად
სხვა სტატიები