.
6 ცხოვრებისეული ფრაზა , რომელიც ყველა ადამიანს დააფიქრებს ცხოვრებაზე
ოჯახი | 07.06.2017
1.თქვენ ფლობთ მრავალგვარ სიმდიდრეს? ნუ დაგავიწყდებათ, რომ საბოლოოდ გექნებათ ბინა ორი ნაბიჯი სიგრძეში და ექვსი – სიგანეში, ხოლო ერთი საფლავის ქვა სავსებით საკმარისი იქნება თქვენი დაცვისათვის.

2.რა არის სიმდიდრე? სიმდიდრე კარგი რამეა... მე მის საწინააღმდეგოდ რა მეთქმის, მაგრამ ის მაინც არ არის საჭირო პირობა ბედნიერებისა. უიმისოდ ბედნიერება კარგადა გრძნობს თავს და იგრძნობს კიდევ, თუკი ჩვენ ვიქნებით ისეთი ადამიანები, რომლებიც უპირველესად ზნეობრივი მხარის დაკმაყოფილებას ესწრაფვიან.

3.შეამჩნევდით, უპატიოსნო ადამიანი განუწყვეტლივ ლაპარაკობს პატიოსნებაზე. ნუ ენდობით მას, ვინც პატიოსნებისა და სიუხვის ზედმეტად მაქებარია და ნუ გგონიათ, რომ დაგიცავთ ის, ვინც უზომოდ და ყველგან ლაპარაკობს სიმამაცეზე.თვალთმაქცები, ჩვეულებრივ, სხვებს იმისთვის კიცხავენ, რასაც თვით აკეთებენ, თანაც გაცილებით ხშირად.
მძიმე მდგომარეობაა, როდესაც ბაგეზე სიწმინდეა, ხოლო გულში უკანონობა და ბოროტება.

4.ნუ ცდილობ ეჩვენო სხვებს მართლად, არამედ იყავი ასეთი - რადგან ცნობილია, რომ მას არ აქვს სიმართლე, ვისაც სურს ასეთი ჩანდეს.

5.მრავალნი ვუწოდებთ ჩვენს თავს ცოდვილს და შესაძლოა ასეც
 ვფიქრობდეთ, მაგრამ გულის სიმდაბლეს სხვებისგან მიყენებული შეურაცხყოფა გამოცდის.

6.ჭეშმარიტი სიმდაბლის ნიშანია, როცა სულს საერთოდ არ სჯერა თავისი კეთილი საქმენი და მუდამ ცდილობს, შეიძინოს ისინი.

გააზიარე
Tweet
loading...
კომენტარები (0)


ტესტი
სხვა სტატიები