.
12 შემთხვევა, როდესაც ადამიანებმა მოღალატესთან დარჩენა არჩიეს
ქალი და მამაკაცი | 08.06.2017
• 1.იმიტომ,რომ ძალიან უყვარდა. 
• „უარვყავი ეს გადაწყვეტილება,რადგან ის ყველაზე მეტად მიყვარდა. ამიტომაც დავრჩი მასთან. მას ბოლომდე ვენდობი (ისევ),და რაღაც მხრივ ეს კარგი იყო,რადგან ემოციური ტრამვა ის გამოცდილება იყო,რამაც დაგვაახლოვა(სხვა მხრივ-არა). ყოველთვის მარტივი არაა,ზოგჯერ მაქვს ურთიერთსაწინააღმდეგო აზრები,მაგრამ ეს ნებისმიერი ურთიერთობისათვის ბუნებრივია. მე ბედნიერი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით და ის-პირიქით, მე მაბედნიერებს“. 
 
• 2. რადგან ასე უფრო მარტივია. 
• „ვხვდები,რომ დამოკიდებული გავხდი ამ ადამიანზე,წარმოვიდგინე ჩემი ცხოვრება და სხვა ყველაფერი მასთან ერთად. უფრო რთულია,ყველაფერი დაკარგო და ის,რასაც მე ვაკეთებ,უბრალოდ იმის დავიწყებაა,რომ მატკინეს“. 

• 3.რადგან მათ შვილი ჰყავთ
 • „მაშინვე გავშორდებოდი მას,მაგრამ საქმე ჩვენი ქალიშვილის კეთილდღეობას ეხება“. 

• 4.რადგან ამ ყველაფერმა ის გააუმჯობესა 
• „ის,რაც ამ ყველაფერმა გამოიწვია,რითაც ამაყი ვარ,ისაა,რომ უკეთესი ადამიანი გავხდი. ვენდობი უფრო ღიად და მიყვარს უფრო ღრმად. ამიტომაც ვცდილობ იმაზე მეტად,ვიდრე ოდესმე მიცდია“. 

• 5.რადგან მუშაობს საკუთარი შეცდომის გამოსასწორებლად 
• „სინამდვილეში,არ შემიძლია დაზუსტებით ვთქვა,რატომ გადავწყვიტე მასთან ურთიერთობაში დარჩენა. ურთიერთობები რთულია. როცა ვიღაცასთან ერთად ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარე,რთულია ცხოვრება მათ გარეშე წარმოიდგინო. ის ძალიან ცდილობს,დამსხვრეული ნაწილები შეაგროვოს. მაგრამ მე ვაგრძელებ იმ ყველაფრის წინააღმდეგ ბრძოლას,რაც მოხდა. ტკივილი არ გამქრალა,ისევ მიჭირს,მას ვენდო. ისევ ვბრაზდები და ხანდახან დეპრესიულადაც ვგრძნობ თავს,მაგრამ ვრჩები“... 

• 6.რადგან მას კიბო აქვს 
• „ჩემი ცოლს დაუსვეს...კიბოს დიაგნოზი რამდენიმე თვის წინ და ვარაუდები კარგი არაა“. 

• 7.რადგან ის კარგი ადამიანია.
• „მასთან ვრჩები,რადგან ის ძალიან კარგი კაცი და მამაა. იცის, ნელ-ნელა ვცდილობ,ვაპატიო“.

 • 8.რადგან უნდა,მას შეცვლაში დაეხმაროს
 • „მეშინია მასთან ისევ ყოფნის,რადგან ის „გაბზარული“ კაცია(ღალატის გამო განქორწინებული),და მჭირდება დახმარება,რომ ვაქციო უკეთეს ადამიანად. ეს იმას არ ნიშნავს,რომ მე ვცვლი მას,მხოლოდ თავად შეუძლია გადაწყვიტოს,რას უზამს საკუთარ თავს. მაგრამ მე ძალიან ვგავარ „Jack Shepherd”ს,იმაში რომ,ვგრძნობ,ყველაფერი უნდა გამოვასწორო. მან უკან დაიხია,რომ აღედგინა ის,რაც გააფუჭა ჩვენს ურთერთობაში,მაგრამ ნდობის ფაქტორისათვის დღითიდღე გვიწევს ბრძოლა“. 

• 9.რადგან ხალხი უშვებს შეცდომებს 
• „ადამიანებიც ცდებიან. ერთხელ შეცდომაა,მეორეჯერ ნიმუში ჩემი წიგნისათვის. ჩემს შეყვარებულს მესამე შანსს არ ვაძლევ,მაგრამ მიყვარს ის და მან ეს მხოლოდ ერთხელ გააკეთა“. 

• 10.რადგან ქორწინება ვალდებულებაა
 • „დავრჩი,რადგან მინდოდა,დამეჯერებინა,რადგან ჩემმა ფსიქოლოგმა მირჩია,რადგან ჩემს მეუღლეს სწამდა იმის,რასაც დავპირდი და რადგან ვასრულებ ჩემს დაპირებებს“. 

• 11.რადგან მან აღიარა ეს 
• „რამდენიმე მიზეზია. მთავარი ისაა,რომ მე ჯერ კიდევ მიყვარს ის და მან მალევე აღიარა,მას შემდეგ,რაც ეს ჩაიდინა. რაღაც დროის განმავლობაში გვქონდა დიდი დისტანცია,ასე რომ ძალიან რთული სიტუაცია იყო. ნდობის აღდგენა რთული იყო,მაგრამ უკვე თითქმის ყველაფერი ძველებურადაა“. 

• 12.სიყვარულის გამო 
• „მთავარი მიზეზია სიყვარულია. რთულია,იპოვო ვინმე,ვისთანაც კარგად ეწყობი და ურთიერთობ. ვფიქრობ,მან დაიმსახურა მეორე ცდა/შანსი“.
გააზიარე
Tweet
loading...
კომენტარები (0)


სხვა სტატიები