.
ცუდი ქმრის 10 თვისება
ქალი და მამაკაცი | 12.06.2017
1. კრიტიკული
 ეცადეთ ზედმეტად არ გააკრიტიკოთ ცოლი. მასში დადებითი მხარეებიც დაინახეთ, უთხარით კომპლიმენტები, შეაქეთ. თუ რაიმე არ მოგეწონებათ ეცადეთ ისე უთხრათ, რომ თქვენს შორის წყენა არ გაჩნდეს.

2. კონტროლი
 ეს არ არის სწორი ქმედება. საჭიროა თავად მიიღოს უმთავრესი გადაწყვეტილებები, რათა შემდგომ არ დაგადანაშაულოთ თუკი რამე არ გამოუვა. თქვენ კი ნაცვლად დემოტივაციისა, გაამხნევეთ და დაეხმარეთ საკუთარი თავის ახლებურად აღმოჩენაში.

3. ნივთივით მოქცევა
გთხოვთ, ქმრებო! ცოლი ნივთი არ არის, ის თქვენი საუკეთესო მეგობარია.ეცით მას პატივი, განსაკუთრებით სექსუალური კავშირისას. დაამყარეთ ემოციური კავშირები და შექმენით სასურველი გარემო, რაც ორივეს სიამოვნებას მოგიტანთ.. 

4.დროის დათმობა
როგორი დაკავებულიც არ უნდა იყოთ, ნუ დაივიწყებთ მას. ყოველთვის შეამჩნიეთ როცა ოთახში შემოვა. როცა დაინახავთ ჩაეხუტეთ და აგრძნობინეთ, რომ აფასებთ. სამსახური ნუ გახდება თქვენთვის შეუცვლელი პრიორიტეტი, მთავარია ოჯახური ურთიერთკავშირის შენარჩუნება.
couple hug gifs-ის სურათის შედეგი


5. უხეში ლექსიკის გამოყენება
გახსოვდეთ, თქვენ თინეიჯერები აღარ ხართ. აკონტროლეთ სამეტყველო ენა. არ გამოიყენოთ ჟარგონები და უხეში ლექსიკა მასთან საუბრისას. ესაუბრეთ გასაგებად, ადამიანურ ენაზე და გამოხატეთ თქვენი გრძნობები.

6. პორნოგრაფიის ყურება
 ეს ნამდვილად დაანგრევს თქვენს ქორწინებასა და თქვენს მომავალს. უბრალოდ გადაეჩვიეთ პორნოგრაფიის ყურების ჩვევას და მოძებნეთ უკეთესი საშუალებები. ჯობს ნაცვლად ამისა, დრო გაატაროთ საყვარელ მეუღლესთან, თუკი მას ნამდვილად აფასებთ.

7. ზედმეტი მოლოდინები
არარეალური მოლოდინებით ნუ გაინადგურებთ ფსიქიკას. თქვენი მეუღლეც ისეთივე ადამიანია როგორიც თქვენ. იგივე სისუსტეებითა და ადამიანური ფაქტორებით. იყავით მომთმენი, მიმტევებელი. თუ რაღაც რიგზე ვერაა გონივრულად და ერთობლივად მიიღეთ გადაწყვეტილებები პრობლემის მოსაგვარებლად.

8. სახლის საქმეებში დახმარება
შესაძლოა შემოსავლის ნახევარი შეგაქვთ ოჯახში, თუმცა მარტო ნუ დატოვებთ მას სახლის ათას საქმიანობასთან. შეენაცვლეთ ერთმანეთს ჭურჭლის რეცხვაში, გაწმინდეთ შუშები, მიხედეთ თქვენს თეთრეულს და ეცადეთ შეუმსუბუქოთ ერთმანეთს ყოველდღიური შრომა.
couple hug gifs-ის სურათის შედეგი

გააზიარე
Tweet
loading...
კომენტარები (0)


ტესტი
სხვა სტატიები